ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში, სადაც 2019 წლის ბოლოს Covid-19-მა დაიწყო გავრცელება, ისევ ,,ლოკდაუნი,, გამოცხადდა.
ამის შესახებ BBC წერს.
ჩაკეტვა, ამჯერად, მხოლოდ ნაწილობრივია, რადგან 12-მილიონიან ქალაქში Covid-19-ის ვირუსის ოთხი მატარებელი აღმოაჩინეს და დაავადების მიმდინარეობა უსიმპტომოა.
ძიანგსიას რაიონის მცხოვრებლებს მომდევნო სამი დღის განმავლობაში სახლში დარჩენა დაევალათ.
ჩინეთმა პანდემიის დაწყებიდან შემოიღო და დღემდე აგრძელებს ნულოვანი COVID-ის პოლიტიკას (Zero-COVID), რომელიც წარმოადგენს უაღრესად მკაცრ ანტიკოვიდურ ზომებს და მოიცავს მასობრივ ტესტირებას, ჩაკეტვასა და ინფიცირებულთა მკაცრ იზოლაციას, ერთეული შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაშიც კი.