მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს დღევანდელ წერილში მკაცრი ტონია განსაზღვრული, რაც გამოწვეულია იქიდან, რომ ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხები ქალბატონი დეგნანისგან

“ჩვენი დღევანდელი წერილი, რა თქმა უნდა, უფრო მკაცრია, მკაცრი ტონია განსაზღვრული, რაც გამოწვეულია იქიდან, რომ ქალბატონი დეგნანისგან კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

“მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, რომ როცა არ გაგვცა პასუხები, რაზეც იყო საუბარი, პრინციპში, შეგვიძლია საუბარი უკვე იმაზე, რომ, აქედან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება პირდაპირ არა თუ ემიჯნება, არამედ შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ხელშემწყობიც არის ომის რიტორიკის და იმ ადამიანების მფარველიც არის, ვინც ამ ომის რიტორიკას ამჟღავნებდა”, – აცხადებს ყაველაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები