მსოფლიოში 4-10 ივლისს კორონავირუსით 5 776 242 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 27 ივნისი – 3 ივლისის პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია.
ასევე, ბოლო ერთ კვირაში ვირუსს 9 872 პაციენტი ემსხვერპლა, 27 ივნისი – 3 ივლისის კვირასთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმო ავრცელებს.
ინფიცირების ზრდაა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 28%-ით და 25%-ით – აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. ამასთან, შემცირებულია 33%-ით აფრიკაში.
სიკვდილიანობის მატებაა 78%-ით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და 23%-ით – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ამავე დროს, შემცირებულია 17%-ით აფრიკაში, 10%-ით – დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში და 4%-ით – ამერიკაში.