ქუთაისში შუახნის მამაკაცი მოკლეს

ქუთაისში მკვლელობა მოხდა. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, შუახნის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი გარდაცვლილის მეზობელია.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები