„ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ მთელი მსოფლიო სააკაშვილის ბრალდების გამო გლოვობს”

  სააკაშვილი ეძებს პოლიტიკურ ქოლგას და ის ამისთვის იმ უდიდეს ფინანსურ რესურსს გამოიყენებს, რაც საკუთარ ქვეყანასა და მოქალაქეებს წაართვა – ამის შესახებ დეპუტატი ეკა ბესელია გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები ის ლობისტები არიან, რომლებზეც წლების განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯებოდა.
“სააკაშვილი ეძებს პოლიტიკურ ქოლგას და ის ამისთვის გამოიყენებს იმ უდიდეს ფინანსურ რესურსს, რაც საკუთარ ქვეყანასა და მოქალაქეებს წაართვა. შემთხვევითი არ იყო უნგრეთიდან მისი ყოყლოჩინა საუბარი და უნგრეთის პრემიერის მხარდაჭერა. ეს პირადი ურთიერთობებია და „სახლხო პარტიის“ ქოლგის ქვეშ მყოფი მეგობრების დახმარების იმედი აქვს. ადეიშვილმაც ასე შეაფარა თავი უნგრეთს. ახლა სააკაშვილის დროა, მაგრამ მისი თავისუფალი გადაადგილება შეიზღუდება, როცა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება…
დღეს სააკაშვილის მხარდამჭერნი არიან ის ლობისტური კომპანიები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი მილიონები იხარჯებოდა წლების განმავლობაში. ბუნებრივია, იმ ხალხს, ვინც ამ ძღვენს იღებდა, აქვს ვალდებულება. ასეთები ცოტანი არიან, დანარჩენ სამყაროს სააკაშვილი არ აინტერესებს და ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ახლა მთელი მსოფლიო სააკაშვილის ბრალდების გამო გლოვობს”, – აცხადებს ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები