ამირან გამყრელიძე:  მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ და ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკაში იმყოფება –  არის კვლევები, რომელსაც გარკვეული პერიოდი სჭირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განმარტავს, რომ პაციენტი ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკაში იმყოფება, თუმცა, არის კვლევები, რომელიც გარკვეულ პერიოდს საჭიროებს.

“მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ და ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკა ,,ვივამედში” იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა, რომელიც საქართველოს დიდ მრავალპროფილურ კლინიკებს აქვთ. მოგეხსენებათ ისიც, რომ არის კვლევები, რომელსაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. დამატებითი დეტალები არ ვიცი, ჯანმრთელობას ვუსურვებ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები