ტრაგედია რაჭაში – თბილისიდან ჩასული ორი ახალგაზრდა გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

  „კვირას“ ინფორმაციით, რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თბილისიდან დასასვენებლად ჩასული ორი ახალგარდა გოგონა გარდაიცვალა. 17 წლის ანა კარგარეთელი და 16 წლის ანა კუნდუხაშვილი მანქანის დაჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. შემთხვევა ონის რაიონის სოფელ ნაკიეთში მოხდა. როგორც „კვირას“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უწერის თემის წარმომადგენელმა მელიტონ მეტრეველმა განუცხადა, ორივე ახალგაზრდა ნათესავებთან ისვენებდა. ანა კარგარეთელი რაჭაში თბილისიდან, ხოლო ანა კუნდუხაშვილი რუსთავიდან იყვნენ ჩასულები.
29 ივლისს, ღამის 11 საათზე სოფელ ნაკიეთის გზაზე ანა კარგარეთელი და ანა კუნდუხაშვილი მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდნენ. კარგარეთელი და კუნდუხაშვილი გზის მარჯვენა მხარეს გადავიდნენ, რა დროსაც მათ BMW-ს მარკის ავტომანქანა დაეჯახა. „კვირას“ ინფორმაციით, ავტომობილს თბილისიდან ჩასული ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა. იმავე ღამეს ცხედრები ქუთაისის პროზექტურაში, შემდეგ კი თბილისში გადაასვენეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროში სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით საქმე აღიძრა.

იზა შაქარაშვილი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები