ეუთო-ს თავმჯდომარე, ზბიგნევ რაუ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
ეუთო-ს თავმჯდომარე, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი – ზბიგნევ რაუ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. პოლონეთის პირველ დიპლომატს ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს.
ცნობისთვის, ზბიგნევ რაუ საქართველოს დღეს ეწვია. ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge