უკრაინული დრონებით იერიშის გამო, ნიჟნი ნოვგოროდიდან ოკუპირებულ სოხუმში პირველი ავიარეისი გადაიდო
პირველი ავიარეისი, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდიდან ოკუპირებული სოხუმის აღდგენილ აეროპორტში უნდა შესრულებულიყო, უკრაინული დრონებით შეტევის გამო გადაიდო.
გაფრენა რამდენჯერმე გადაიდო რუსეთის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვების გამო. მიზეზი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში გახდა, რის გამოც რამდენიმე აეროპორტის მუშაობა შეჩერდა.
აღნიშნული რეისი დღეს, 7 მაისს 12:50 წუთზე უნდა შესრულებულიყო, მაგრამ მოგვიანებით ჩკალოვის სახელობის აეროპორტის საინფორმაციო დაფაზე დაეწერა, რომ რეისის გაუქმდა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული სოხუმის აეროპორტმა მუშაობა 1 მაისს განაახლა, მოსკოვიდან პირველი რეისი ავიაკომპანია „ЮВТ аэро“- მ შეასრულა.