საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 017 პაციენტი.