AP: ჩინეთში კორონავირუსის აფეთქებაა

ჩინეთში COVID-19-ის ყველაზე დიდი აფეთქებაა.

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ჩინეთის ხელისუფლებაში დღეს განაცხადეს, რომ ინფიცირების 1337 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

ინფიცირებულთა დიდი ნაწილია ქალაქ ძილინში – 895 შემთხვევა.

ასევე, ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ შენჟენში 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 13 მარტს კი, ქალაქში ლოკდაუნია გამოცხადებული.

შანჰაიში 41 ახალი ინფიცირებულია.

ჩინეთში ინფიცირების მატება მარტის დასაწყისიდან ფიქსირდება.

უმეტეს შემთხვევებში საუბარია “ომიკრონის” ქვევარიანტზე BA.2-ზე, რომელიც ორიგინალზე ბევრად სწრაფად ვრცელდება.

პანდემიის განმავლობაში ჩინეთში ინფიცირების 117 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსს 4,6 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები