ბექა დავითულიანი: დღეს უკრაინა იბრძვის როგორც საკუთარი თავისთვის, ისე – საქართველოსთვის

მთელი საქართველო, პოლიტიკური სპექტრიც და მოსახლეობაც, პრაქტიკულად, ყველა მოქალაქე ძალიან განიცდის იმ მძიმე პროცესებს, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ ყველა გვერდში ვუდგავართ პოლიტიკურად, მორალურად და ჰუმანიტარული თვალსაზრისით უკრაინელ ხალხს და გვინდა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს, უკრაინამ კი დამსახურებული მშვიდობა და თავისუფლება მიიღოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„დღეს უკრაინა იბრძვის როგორც საკუთარი თავისთვის, ისე, საქართველოსთვის. რაც შეეხება ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას, ალბათ, ეს იყო ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება. პრაგმატულ ჭრილში თუ შევხედავთ, ფაქტია, რომ ბელარუსი, საიდანაც უკრაინაზე სამხედრო შეტევები ხორციელდება, იქიდან ელჩი არ გაუწვევიათ. ფაქტია, რომ საქართველო საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში უკრაინისთვის ყველაფერს აკეთებს და არაფრით არ იმსახურებს ასეთ ჟესტს. ზელენსკის ლოგიკაზე ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ ის ახლა იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში და იმედი მაქვს, რომ ის ბოლომდე შეძლებს, გაუმკლავდეს ოკუპანტს.
ჩვენ უნდა შევიდეთ უკრაინის დღევანდელ მდგომარეობაში და მთელი საქართველო, პოლიტიკური სპექტრიც და მოსახლეობაც, პრაქტიკულად, ყველა მოქალაქე ძალიან განიცდის იმ მძიმე პროცესებს, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ ყველა გვერდში ვუდგავართ პოლიტიკურად, მორალურად და ჰუმანიტარული თვალსაზრისით უკრაინელ ხალხს და გვინდა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს, უკრაინამ კი დამსახურებული მშვიდობა და თავისუფლება მიიღოს“, – განაცხადა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები