“ეს იყო ფატალური შეცდომა, უკრაინის დაცინვა შეუსრულებელი დაპირებებით, კონკრეტულად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე. ჩვენ მივიყვანეთ უკრაინა ამ მდგომარეობამდე”, – ასე აფასებს ბუნდესტაგის დეპუტატი და “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერი, ელის ვეიდელი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
როგორც მან გერმანიის ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთს არ სურს ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება, რაზეც 20 წელია, უკვე საუბრობს და ამას არ დაუშვებს.
მისი თქმით, უკრაინისთვის უნდა შექმნილიყო უსაფრთხო ნეიტრალიტეტი, რომელიც გახდებოდა ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.