ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც ზელენსკის შეეძლო გაეკეთებინა. ამერიკა ამას დიდხანს არ მოითმენს! – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელშიც მან თქვა, რომ „ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის“.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ზელენსკის არ სურს მშვიდობა, ვიდრე ამერიკის მხარდაჭერა აქვს.
„ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც ზელენსკის შეეძლო გაეკეთებინა. ამერიკა ამას დიდხანს არ მოითმენს! სწორედ ამას ვამბობდი – ამ ბიჭს არ სურს მშვიდობა, ვიდრე ამერიკის მხარდაჭერა აქვს. შეხვედრაზე, რომელიც ზელენსკისთან გაიმართა, ევროპამ პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ამ საქმეს აშშ-ის გარეშე ვერ გაუმკლავდებიან, რაც, ალბათ, არც თუ ისე კარგი განცხადება იყო რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. რაზე ფიქრობენ?“ – წერს ტრამპი Truthsocial-ზე.