კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 241 გამოვლინდა, აჭარაში – 194, იმერეთში – 376
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა – 194, იმერეთი – 376, ქვემო ქართლი -116 შიდა ქართლი – 111, გურია – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 143, კახეთი – 97, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 85 122 საიდანაც, 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 163, აჭარაში – 429, იმერეთში – 777.
ქვეყანაში 1 046 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 452, აჭარაში – 107, იმერეთში – 287. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 32, იმერეთში – 25.
კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 417 ადამიანი, მათ შორის 335 – თბილისში, 0 – აჭარაში. 80 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 4, ხოლო აჭარაში – 0.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 605 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 504 161 გამოჯანმრთელდა, 16 163 კი გარდაიცვალა.