სანამ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები გომელში მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს, გადაიყვანონ რუსული ჯარის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მოვალეობის სპეციალურ რეჟიმში”, – აღნიშნა პუტინმა.