უკრაინის ეროვნული პოლიცია ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც რუსი სამხედროების კადრებია ასახული. ხარკოველი ძალოვნები აცხადებენ, რომ კრემლის ჯარისკაცთა ნაწილი მათ ტყვედ ჩაბარდა.
„ხარკოვის მოსახლეობამ საშინელი ღამე გადაიტანა. ჩვენი სამხედროები დამპყრობლებს მტკიცე წინააღმდეგობას უწევდნენ. შეიარაღებული ძალები ადგილზე მუშაობენ, პოლიცია ადგილზეა, სახელმწიფო სტრუქტურები თავის მოვალეობას ასრულებენ. ჩვენ ერთნი ვართ ისე, როგორც არასდროს. ამ ეტაპზე, შესანიშნავი შედეგები გვაქვს. რუსი ჯარისკაცების ცალკეული ჯგუფები ადგილობრივ თვითმმართველობასა და ოფიციალურ ორგანოებს ტყვედ ბარდებიან… მივმართავ დანარჩენ რუს მეომრებს, მიბაძონ თანამემამულეებს, დაყარონ იარაღი და ჩაგვბარდნენ“,- აცხადებენ უკრაინის ეროვნულ პოლიციაში“, – განაცხადა ხარკოვის პოლიციის უფროსმა.