ხარკოვში რუსი ოკუპანტები შეიჭრნენ – ქუჩაში ბრძოლა მიმდინარეობს

ხარკოვში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რუსი ოკუპანტები ბრონიტექნიკით შეიჭრნენ.

გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი ადასტურებს.

„ქალაქში მტრის ტექნიკა გადაადგილდება. ვითარებიდან გამომდინარე ქუჩაში გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ქალებო და ბავშვებო, დარჩით თავშესაფარში. უკრაინელო მამაკაცებო, გაანადგურეთ მტერი“,- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა მოლოტოვის კოქტეილით მტრის რამდენიმე ავტომობილი უკვე გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები