უკრაინელი ბოქსიორი, ალექსანდრ უსიკი რუსეთთან ომის მიუხედავად, ლონდონში მოგზაურობის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა. მან რუსებისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა და ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა სთხოვა.
„რუსებო, თუ ერთმანეთს ძმებად მივიჩნევთ და მართლმადიდებლები ვართ, ნუ შეუშვებთ თქვენს ხალხს ჩვენს ქვეყანაში! ასევე მინდა მივმართო ვლადიმერ პუტინს, თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ეს ომი. არ წაგვიყენოთ პირობები უბრალოდ დაჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან. უბრალოდ ისაუბრეთ, ყველაფერი უნდა შეწყდეს. ჩვენი შვილები, ჩვენი დედები სარდაფებში იმალებიან. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. შეაჩერე ეს ომი”,- ამბობს უსიკი ვიდეომიმართვაში.