კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ღამე დედაქალაქში რთული იყო, მაგრამ ქალაქში ოკუპანტები აღარ არიან. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
კლიჩკოს თქმით, მტერმა სცადა დედაქალაქში შეჭრა გოსტომელიდან და ჟიტომირიდან. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“ყველას ვთხოვ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გადადით თავშესაფარში. მტერი თავს გვესხმის ჰაერიდან. მოძრაობა დედაქალაქში გართულდება, ქალაქის ირგვლივ საგუშაგოებია მოწყობილი. უკრაინის თავდაცვა, შეიარაღებული ძალები, პოლიცია – ყველა მუშაობს”, – განაცხადა კლიჩკომ.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის კიევში დივერსიული ჯგუფები მოქმედებენ. ღამით რამდენიმე შეტაკება მოხდა.