ჩეჩნეთის მმართველი, რამზან კადიროვი, ათასობით შეიარაღებული ძალოვანის წინაშე, რომლებიც უკრაინაში წასვლისთვის ემზადებიან, სიტყვით გამოვიდა. მან ვლადიმერ ზელენსკის მოსთხოვა, ბოდიში მოიხადოს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის წინაშე.
„დროს ვიხელთებ და მივცემ რჩევას ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ ზელენსკის, სანამ ის ექსპრეზიდენტი გამხდარა, რომ მან დაურეკოს ჩვენს პრეზიდენტს, მთავარსარდალს, ვლადიმერ პუტინს და პატიება სთხოვოს“,- განაცხადა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა.
ახლა გროზნოს მოედანზე ათასობით შეიარაღებული ძალოვანი დგას და უკრაინაში წასვლისთვის ემზადება.