ზელენსკი პუტინს მოლაპარაკებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების გამართვა შესთავაზა.

როგორც ზელენსკიმ ბრიფინგზე თქვა, „მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ბრძოლა მიდის. მოდით, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ, რათა შევაჩეროთ ადამიანების სიკვდილი“.

გარდა ამისა, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიმართა.

„ძლიერად დადექით. თქვენ ხართ ის, ვინც ჩვენს სახელმწიფოს იცავს. დიდება უკრაინას!“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები