„მიტინგებით გადაწყვეტილებები ვერ მიიღება“

   ისეთი სერიოზული პროექტი, როგორიც ჰუდონჰესია, აწონ -დაწონვას საჭიროებს და მისი საკითხი მიტინგზე ვერ გადაწყდება, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებლისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა, ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ხაიშში ჰუდონჰესთან დაკავშირებით გამართული აქციის კომენტირებისას განუცხადა. მინისტრის თქმით, მიტინგებზე ემოცია უფრო სჭარბობს, ვიდრე საღი განსჯის უნარი. ამიტომ ასეთი ფორმით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდება. “რამდენიმე დღის წინ ხაიშელებთან შეხვედრაზე მათი მხრიდან ითქვა, რომ ჰუდონჰესის თემაზე მთელი სვანეთის წარმომადგენლების აზრი უნდა მოესმინათ, თუმცა შეხვედრა მიტინგში გადაიზარდა, მიტინგზე ცოტა რთულია აზრების გაცვლა- გამოცვლა. შეკრებილ ხალხს შორის ხაიშელებს ვგულისხმობ. აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სურდათ, რომ ჰუდონჰესთან დაკავშირებით მათი აზრი ყველას გაეზიარებინა, რაც წარმოუდგენელია. თუ შემდეგაც ასე მოხდა და ეს შეხვედრები კვლავ მიტინგში გადაიზარდა, შედეგი არ დაიდება. ეს თემა სერიოზულ მსჯელობას საჭიროებს. შესაბამისად, უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული მოსაზრება. თუმცა ეს უნდა მოხდეს არა მიტინგზე, არამედ მოლაპარაკებებზე, თუ ასეთი მსჯელობისთვის მზაობა არარსებობს. მიტინგებით მსგავს გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები