„გეგუთში არცერთ პატიმარზე ზეწოლა არ ყოფილა”

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გეგუთის ციხეში პატიმრების მიერ დაწყებული შიმშილობა დაგეგმილ აქციას წარმოადგენს,- ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ დაწესებულებაში დაზიანება არცერთ პატიმარს არ მიუღია.
სუბარის თქმით, გეგუთში პატიმრების ნაწილი აქციის დაწყებას რომ გეგმავდა, რამდენიმე კვირის წინ იცოდა და ამის შესახებ სახალხო დამცველსაც აცნობა.
“რამდენიმე კვირის წინ ვიცოდი, რომ აქცია დაიწყებოდა, ისიც ვიცოდი, რომ აქციის დაწყების საბაბად რამდენიმე ვერსიას განიხილავდნენ პატიმრები. ამის შესახებ სახალხო დამცველს მესიჯი გავუგზავნე და ვუთხარი, რომ ეს იგეგმებოდა. ყველა ადამიანს უნდა გარეთ გამოსვლა, ზოგჯერ ხდება, რომ როცა რეჟიმი კანონის ჩარჩოში ექცევა, არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც ეს არ მოსწონთ, რამდენი პატიმარი შიმშილობს, რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის დაგეგმილი აქცია და არც ერთი პატიმარი იქ არ დაზიანებულა”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ გეგუთის დაწესებულებაში პატიმართა ნაწილი შიმშილობს. ისინი შიმშლობის დაწყების მიზეზად ერთ – ერთ პატიმარზე განხორციელებულ ზეწოლას ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები