ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას ”ალ-ჯაზირა ” მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ფლორესის ზღვაში, 12 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
მოსახლეობას ცუნამის საშიშროებაზე აფრთხილებენ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ადამიანები ქუჩებში გარბიან.
ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ.