ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა და 3 დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
დაშავებულები ბათუმისა და ხულოს კლინიკებში გადაიყვანეს.შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.