ლიბერთის ახალმა გუნდმა ახალი ბარათი წარადგინა
„ჩვენი გუნდის მიზანია, შევქმნათ მარტივი და გასაგები საბანკო მომსახურებები, ვიზრუნოთ ადამიანებზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და, ამ გზით, გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის ცხოვრება. ახალ ბარათს მთელს რეგიონში არ აქვს ანალოგი – სრულიად განსხვავებული საბანკო პროდუქტია, რომელიც მომხმარებელს, სწორად მოხმარების შემთხვევაში, მაღალ სარგებელს დაუბრუნებს. რაც მთავარია, ბარათი არის უპროცენტო, მას აქვს ერთადერთი და უცვლელი ყოველთვიური გადასახადი – შესაბამისად ჩვენს მომხმარებელს არასოდეს ექნება გაუთვალისწინებელი ხარჯი.
მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ახალი ბარათი არის ლიბერთის ახალი პროდუქტების სერიის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და დღეიდან, მუდმივად გვექნება სიახლეები ჩვენი მომხმარებლისთვის.’- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა. დამატებითი ინფორმაციისთვის ახალი ბარათის შესახებ გთხოვთ ეწვიოთ: www.libertybank.ge ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2.3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 5 000-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 647 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.