არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობა“ ცდილობს ექიმების პოლიტიზებას, ბევრ მათგანზე ხდება ზეწოლა, რომ გამოვიდნენ და აქციებში მიიღონ მონაწილეობა

“ნაცმოძრაობა“ ცდილობს ექიმების პოლიტიზებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ექიმებზე ზეწოლას ახდეს.

„ჩვენ გავაკეთეთ ეს რეფორმის ფარგლებში. ევროსაბჭომ მოგვაწოდა ეს რეკომენდაციები და ზუსტად მაგის საფუძველზე ხდება დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ერთეული წარმომადგენლები, პოლიტიკოსები აკეთებენ ისეთ ზედაპირულ განცხადებებს, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ მოთხოვნებს. მოდით, მივცეთ ექიმებს საშუალება, მიიღონ სამედიცინო გადაწყვეტილებები და არა  – პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლითაც გიგი უგულავა, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები პირდაპირ ზემოქმედებას ახდენენ ექიმებზე. ასევე, ძალიან ცუდია, რომ „ნაცმოძრაობა“ ცდილობს ექიმების პოლიტიზებას. სახეზეა, რომ ბევრ მათგანზე ხდება ზეწოლა, რათა გამოვიდნენ და აქციებში მიიღონ მონაწილეობა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები