ტოკიოს მეტროში მამაკაცმა მგზავრები დანით დაჭრა, ათობით დაშავებულია

ტოკიოს მეტროს ვაგონში 24 წლის კიოტ ხატორი მგზავრებს დანით დაესხა თავს, ამის შემდეგ, ვაგონში ნავთი დაასხა და ხანძარი გააჩინა.

ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანია დაშავებული.

თავდაპირველად, მან 70 წლის მამაკაცს გულის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, მამაკაცი, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე, დაჭრილების ასაკი 60 წლამდე მერყეობს.

თვითმხილველების თქმით, ადამიანების დაჭრის შემდეგ, ხატორი მშვიდად, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩაბარდა სამართალდამცველებს.

როგორც მან უკვე გამოკითხვაზე თქვა, შურისძიება სურდა. მისი თქმით, ადამიანების მოკვლას ცდილობდა, რომ სიკვდილით დასჯის განაჩენი მიეღო. მიზნის მისაღწევად ხატორი ორი ან მეტი ადამიანის მოკვლას ცდილობდა.

თავდამსხმელის თქმით, ის “ჯოკერს” ბაძავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები