3 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 813 679 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 813 679 აცრა.
მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 988 358 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.8%.
“სრულად ვაქცინირებულია 825 321 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 28.9 %.
2 ოქტომბერს აიცრა 5 159 ადამიანი”,- აღნიშნული ინფორმაციაში.