„მჯეროდა, რომ კირვალიძე და მისი გუნდი მართალი იყო კანონის წინაშე“
მჯეროდა, რომ კირვალიძე და მისი გუნდი მართალი იყო კანონის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ე.წ. ტრაქტორების საქმის კომენტირებისას განუცხადა. მინისტრის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, დაბრუნდება თუ არა მთავრობაში სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე. „ე.წ. ტრაქტორების საქმეზე მე პირველივე დღეს ვთქვი, რომ მჯეროდა, რომ კირვალიძე და მისი გუნდი მართალი იყო კანონის წინაშე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურამ სასამართლოდან გაითხოვა.