კრეტაზე მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში, კრეტას კუნძულზე მომხდარ, 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.

ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული და 9 დაშავებული.

კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 9:17 საათზე მოხდა, რომლის ეპიცენტრი ქალაქი ირაკლიონიდან 78 კილომეტრის დაშორებით იყო.

მიწისძვრის შედეგად დაზიანებულია შენობების ფასადები, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ​რუსოჰორიის ეკლესიაში ნგრევის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები