“ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა კანონის უზენაესობის დაცვით უნდა მოხდეს“

   ევროსაბჭოს გენერალური მდივანის ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა კანონის უზენაესობის დაცვით უნდა მოხდეს. ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც იაგლანდმა აღნიშნა, საქმეები უნდა იყოს განხილული სასამართლოს მიერ აშკარა მტკიცებულებებიდან გამომდინარე. “მე მოვისმინე ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან, ასევე მოვუსმინე ოპოზიციას. ჩვენ მიმდინარეობას ყურადღებით ვაკვირდებით, რამდენად შეესაბამება ეს ევროკონვენციის ჩარჩოებს და სხვა დოკუმენტებს. ჩვენ არ შეგვიძლია კომენტარები ვაკეთოთ, ჩვენ ვადევნებთ თვალ-ყურს და ეს პროცესი უნდა იყოს კანონის უზენაესობის ჩარჩოში მიმდინარე პროცესი”, – განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები