კომპანია „სერპანტინი“ „ნაციონალებს“ 100 000 ლარით აფინანსებდა

   კომპანია, რომლის ლობირებაშიც ირმა ნადირაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს ადანაშაულებს, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინასებელი იყო,-ამის შესახებ კომპანია ” სერპანტინის”, გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ფეიქრიშვილმა გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ვადასტურებ რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ 100 000 ლარი ჩავურიცხეთ “ნაციონალურ მოძრაობას”, – აცხადებს ზურაბ ფეიქრიშვილი. კომპანიის გენერალური დირექტორი აბსურდულს უწოდებს იმ ბრალდებას რომ კომპანიამ მხოლოდ წელს მოიგო ტენდერები. „მე კომპანიის ხელმძღვანელი ვარ 2008 წლიდან. 2010 წელს გვქონდა 16 მილიონიანი ბრუნვა, 2012 წელს მქონდა 14 700 000 ლარის ბრუნვა, 2013 წელს გვქონდა 14 136 000 ლარის ბრუნვა. ის ბრალდება, რომ გასულ წლებში მხოლოდ 6 – მილიონიანი ბრუნვა გვქონდა, და სინამდვილეს არ შეესაბამება. 6 მილიონიანი ბრუნვა მხოლოდ 2007 წელს გვქონდა“,- აცხადებს ფეიქრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები