„ტელეკომპანიებს მოვუწოდებ, "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდის ტირაჟირება დაასრულონ“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანიებს მოუწოდებს, “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდის ტირაჟირება დაასრულონ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროსთან“ინტერვიუში განაცხადა, რითაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მის გამოსვლასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ უარყოფით შეფასებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
“მინდა ერთი რამ ძალიან კარგად განგიმარტოთ – მე არ ვაპირებ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოთქმულ კრიტიკას და აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხო და მოგიწოდებთ, ტელევიზიებმაც დაასრულეთ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებული პროპაგანდის ტირაჟირება. ეს, პირველ რიგში, თქვენ დაგაზიანებთ, თქვენ უბრალოდ დაკარგავთ მაყურებელს. საზოგადოებას სჭირდება სიმართლე და თუ მოწოდებული ხართ, რომ თქვათ სიმართლე, მაშინ 24 საათი არ უნდა იმეოროთ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოთქმული კრიტიკა. ესაა ჩემი მეგობრული რჩევა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები