ამირან გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალის 46% არის ერთჯერადი აცრით ვაქცინირებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, სამედიცინო პერსონალის 46% არის ერთჯერადი აცრით აცრილი.
“71 ათასი ადამიანი გვყავს ბაზაში, სადაც არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ასევე, ადმინისტრაციული, ვინც მუშაობენ საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში, ანუ არასამედიცინო პერსონალი, მაგრამ 71 ათასი ადამიანის ერთიანი ბაზაა. მოგეხსენებათ, ჩვენი სამიზნეა, რომ ამ ადამიანების 60% მოვიცვათ. დღეს დილის მონაცემებით, სამედიცინო პერსონალის 46% არის ერთჯერადი აცრით აცრილი. იცით, რომ სამედიცინო პერსონალი ყველაზე მეტად დაზიანებული იყო პანდემიის პერიოდში. სამედიცინო პერსონალის 33% ამ პერიოდში კოვიდით დაავადდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.