რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია.
მათივე ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი, 3 მყვინთავი და ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“.
ცნობისთვის, მამაკაცს მტკვარში 2 აგვისტოდან ეძებდნენ.