ნინო ლომჯარია: საგანგაშოა ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდა, რამაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდგომ, ფაქტობრივად ყოველდღიური ხასიათი მიიღო

“საგანგაშოა ბოლო პერიოდში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდა, რამაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდგომ, ფაქტობრივად ყოველდღიური ხასიათი მიიღო”,- ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში საზოგადოება განსხვავებული აზრის მიმართ კიდევ უფრო შეუწყნარებელი გახდა, განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ.

“საგანგაშოა ბოლო პერიოდში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდა, რამაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდგომ, ფაქტობრივად ყოველდღიური ხასიათი მიიღო.

ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებული და განსხვავებული აზრის მიმართ კიდევ უფრო შეუწყნარებელი გახდა, განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ. სამწუხაროდ, მსგავსი ქმედებების დაგმობის ნაცვლად მათი მხრიდან ხშირად ვხედავთ ჟურნალისტების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას, საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის შემთხვევების პოლიტიკურ გამართლებას, რაც ახალისებს ძალადობრივ ფონს მედიის წარმომადგენლების მიმართ”,- წერს ნინო ლომჯარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები