სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ უწყებას მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან არცერთი ზარი არ განუხორციელებია
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან არცერთი ზარი არ განუხორციელებია.
„სამსახურის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან არ განუხორციელებია არცერთი ზარი. აღნიშნულ პიროვნებასთან საგამოძიებო სამსახურს კომუნიკაცია არ ჰქონია.
კიდევ ერთხელ, მედიასაშუალებას მოვუწოდებთ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“, – წერს ანი წიკლაური სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში მოქალაქემ დაწერა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაურეკეს: „ცივი იარაღი გქონდა და ათამაშებდი, ასევე, პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდიო“.