ნინო წილოსანი: საბოტაჟი, რომელსაც, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია მიმართავს, ქვეყნის განვითარებას ვერ შეაჩერებს
“მე-11 მოწვევის პარლამენტი უფრო მეტი მონდომებით იმუშავებს ხალხის პრობლემებზე, რადგან ქართველი ხალხის მიერ მოცემული ლეგიტიმაცია უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საბოტაჟი, რომელსაც, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია მიმართავს, ქვეყნის განვითარებას ვერ შეაჩერებს.
“მე-11 მოწვევის პარლამენტი ის პოლიტიკური ორგანო იქნება, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით იმუშავებს ხალხის პრობლემებზე, რადგან ლეგიტიმაცია, რომელიც ქართველმა ხალხმა მოგვცა, ნამდვილად უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს. იმ მხარდაჭერის და ერთგულების მადლობლები ვართ, რასაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, მე-12 წელია, ჩვენ მიმართ იჩენს.
რაც შეეხება ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელს, კონსტიტუციაში გაწერილია ის შემთხვევები, როცა ვიღაც ვიგინდარებმა საკონსტიტუციო სასამართლოში რომ იჩივლონ, ამან საქართველოში პოლიტიკური პროცესები ვერ შეაჩეროს. რაც მთავარია, ვერ შეაჩეროს ქართველი ხალხის არჩევანის განხორციელება. საბოტაჟი, რომელსაც, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია მიმართავს, ქვეყნის განვითარებას ვერ შეაჩერებს“, – აღნიშნა წილოსანმა.