პარლამენტის სასესიო დარბაზთან მდუმარე აქცია გაიმართა – ჟურნალისტები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების დასჯას მოითხოვენ
პარლამენტში სასესიო დარბაზთან ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს.
მოთხოვნები კვლავ უცვლელია – დაისაჯონ ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები.
საკანონმდებლო ორგანოში მყოფმა, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა 5-6 ივლისის მოვლენები “TV პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით გააპროტესტეს.