მამუკა მდინარაძე – თეა წულუკიანზე: მშვენიერი კანდიდატურაა ისიც, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს

საპარლამენტო თანამდებობის არც ერთი პირი, რომელიც დარჩა საქართველოს პარლამენტში და იყო სიაში, არ დაკარგავს თავის წინა პოზიციას და თანამდებობას. ქალბატონ თეაზე თუ საუბრობთ, რა თქმა უნდა, მშვენიერი კანდიდატურაა ისიც, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს, თუმცა ამაზე დეტალურად ორშაბათს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის დღევანდელ სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ განაცხადა, რომ სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობებზე იმსჯელეს. მისივე თქმით, ორშაბათს დაასახელებენ, ვინ იქნებიან წარდგენილი კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობებზე, ასევე დაასახელებენ ვიცე-სპიკერებს.

„ორშაბათს დილით მოგვიწევს, დავასახელოთ კომიტეტების ხელმძღვანელები, საპარლამენტო ლიდერები, ვიცე-სპიკერები და ასე შემდეგ. რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზი არ გვექნება ძველ თანამდებობის პირებთან, საპარლამენტო თანამდებობის პირებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს პარლამენტში მოქმედი წევრები არიან. ისინი შეინარჩუნებენ თანამდებობებს, გვექნება გადანაცვლებები ან დაწინაურებები. რა თქმა უნდა, გვექნება გარკვეული სიახლეებიც“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, ხომ არ დაიკავებს თეა წულუკიანი ვიცე-სპიკერის თანამდებობას, მდინარაძემ აღნიშნა, რომ იგი მშვენიერი კანდიდატურაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ორშაბათს დილით ვილაპარაკებ, საიდუმლოს ნაწილი გაგანდეთ, ვთქვი, რომ საპარლამენტო თანამდებობის არც ერთი პირი, რომელიც დარჩა საქართველოს პარლამენტში და იყო სიაში, არ დაკარგავს თავის წინა პოზიციას და თანამდებობას. ქალბატონ თეაზე თუ საუბრობთ, რა თქმა უნდა, მშვენიერი კანდიდატურაა ისიც, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს, თუმცა ამაზე დეტალურად ორშაბათს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები