თამარ გაბუნია: თუ შემთხვევების სწრაფი და ინტენსიური მატება გვექნება, შესაძლოა, საწოლფონდის კუთხით პრობლემა შეიქმნას
“კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატება გვაქვს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ შემთხვევების სწრაფი და ინტენსიური მატება გაგრძელდება, შესაძლოა, საწოლფონდის კუთხით პრობლემა შეიქმნას.
“შემთხვევების სწრაფი მატება გვაქვს, რაც არ არის გასაკვირი იმ მაღალი მობილობიდან გამომდინარე, რომელიც ამ პერიოდში შეინიშნება. ჰოსპიტალურ სექტორს მობილიზიბულობის სტატუსი არ შეუწყვეტია. დღეს 6000-მდე საწოლია მობილიზებულია, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია, რომ დატვირთვას გაუძლოს. თუმცა, საყურადღებოა შემდგომი მატება და თუ ეს იქნა სწრაფი და ინტენსიური, ბუნებრივია, საწოლფონდის კუთხით პრობლემები შესაძლებელია შეიქმნას”, – განაცხადა გაბუნიამ.