ალექსანდრე გეჯაძე – ლექსო ლაშქარავაზე: ამ ეტაპზე, ცალსახად ვამბობთ, რომ მიღებული ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა (ვიდეო)

„ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით სხეულში გამოვლინდა ხუთიოდე ნარკოტიკული ზემოქმედების მატარებელი ნივთიერებები”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ “იმედის კვირას” ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა.

“შესაბამისად, იმის გამო, რომ ცალსახად ამ ეტაპზე ვამბობთ, რომ მიღებული ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა. მაპროვოცირებელი შესაძლოა თუ არა ყოფილიყო ეს ტრავმა დამდგარი შედეგის ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფონზე – ამ თვალსაზრისით გვჭირდება სწორედ პირველ რიგში ლაბორატორიული მონაცემების ნახვა, თუ რა ცვლილებებია მიკროსკოპულად შინაგან ორგანოებში და ამ მონაცემების მიღებისა და ანალიზის შემდგომ მაღალი ალბათობით დაგვჭირდება ვიწრო პროფილის ექიმ-კლინიცისტების ჩართულობა. რამეთუ ამ ეტაპზე, ბუნებრივია, ვერანაირ კატეგორიულ პასუხს მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ტრავმასა და დამდგარ შედეგს შორის ვერ ვისაუბრებ. როდესაც სრულად და ბოლომდე მივიღებთ შედეგებს, ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა უნდა მივაღებინოთ გამოცდილ, ცნობილ და ავტორიტეტულ ვიწრო პროფილის კლინიცისტებს. კერძოდ, ნარკოტიკების აღმოჩენასთან მიმართებაში გვაინტერესებს ნარკოტიკების ოდენობა, კონცენტრაცია“, – განაცხადა გეჯაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები