ზაურ დვალაშვილი მსოფლიოს უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონია

გერმანიაში მსოფლიოს უნივერსიადა მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) მოუტანა. მან ფინალი იაპონელ კაიტო ამანოსთან დათმო.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალამდე ზაურ დვალაშვილმა კვიპროსელი, ლიბანელი, უკრაინელი ძიუდოისტები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელ სპორტსმენს სძლია.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა (-74 კგ) ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ბრაზილიელი ვინისიუს მატოსი დაამარცხა.

ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს უნივერსიადაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები