თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
აღნიშნულს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა დაკავებულები მანქანებში ჩასვეს და წაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ მცხოვრები პირების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა.