დავით ზურაბიშვილი: ძალიან არ მომეწონა წიოკი და გაწევ-გამოწევა პარლამენტის სხდომათა დარბაზში

პოლიტიკის ექსპერტი­, დავით ზურაბიშვილი პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ძალიან არ მომეწონა მე პირადად წიოკი და გაწევ-გამოწევა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ვფიქრობ, ამგვარი კონფლიქტები ხელისუფლებით უკმაყოფილებას კი არ ამრავლებს, არამედ საპროტესტო მუხტს უფრო აზიანებს, მაგრამ ის, რაც ბატონმა შალვა პაპუაშვილმა იკადრა, როცა მანდატურის და ორკის ფუნქციები წარმატებით შეითავსა და ტრიბუნიდან ძალისძალად ჩამოათრია ქალი კოლეგა, კი იმსახურებს ოცნების ამ ახალი სახის გაპანღურებას პარლამენტიდან. მას არანაირი მორალური უფლება არა აქვს თუნდაც ამ პარლამენტის დეპუტატი იყოს”,- წერს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები