გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდეა გაზრდილი

გერმანიაში გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება.

Bild-ი პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამად უკვე 33 მოქალაქის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი.

მათგან 18 ადამიანი გარდაიცვალა ყველაზე დაზარალებულ რაიონში – არვაილერში.

​რაინლანდ-პფალცის მიწის შს მინისტრმა, როჯერ ლევენცმა განაცხადა, რომ 50-დან 7-მდე პირი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. მისი განმარტებით, ამჟამად უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა ეს ადამიანები სტიქიური უბედურების ზონაში, თუ შესაძლოა, შვებულებაში არიან. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შულდში წყალდიდობამ 6 საცხოვრებელი სახლი დაანგრია.

მომხდარს კანცლერი, ანგელა მერკელი გამოეხმაურა და დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს მიუსამძირა. აშშ-ში მყოფმა მერკელმა თქვა, რომ შოკირებულია სტიქიის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები