ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდეა გაზრდილი, ხელისუფლება მსხვერპლის ზრდას არ გამორიცხავს

ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდეა გაზრდილი, მანამდე, ორ დაღუპულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

Le Soir წერს, რომ გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ვერვიეში ოთხი დაღუპულის ცხედარი იპოვეს, მანამდე ნაპოვნი იყო 22 და 50 წლის მამაკაცების ცხედრები.

ქალაქი პეპინსტერში 10-მდე სახლია ჩამონგრეული. ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლი შესაძლოა, გაცილებით დიდი აღმოჩნდეს.

ბელგიის სამხრეთით რკინიგზამ მუშაობა მთლიანად შეაჩერა.

ქვეყანაში უკვე მეორე დღეა, გადაუღებლად წვიმს.

ამასთანავე, მეზობელ გერმანიაში ასევე ებრძვიან სტიქიას. აქ წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდეა გაზრდილი, ათობით ადამიანი დაკარგულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები