ექიმი: მას შემდეგ, რაც ქვეყანაში “ინდური შტამის” ცირკულირება დაიწყო, მომართვიანობა გაიზარდა – კლინიკაში მყოფი სამი ჩვილიდან ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის კლინიკური დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში “ინდური შტამის” ცირკულირება დაიწყო, მოქალაქეების მხრიდან მიმართვიანობა გაიზარდა.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებულია სამი ჩვილი, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

„მომართვიანობა ნამდვილად გაზრდილია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინდური შტამის ცირკულირება დაიწყო. ინდური შტამი იმით განსხვავდება სხვა შტამებისგან, რომ ბევრად უფრო კონტაგიოზური, ანუ 2-2,5-ჯერ უფრო მეტად გადამდებია. განსაკუთრებით, ჩვილებისა და ბავშვების ავადობაა დიდი რაოდენობით. რეანიმაციაში მიწევს 19 პაციენტი, მათგან სამი ჩვილი მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელიც თავიდანვე ფილტვის დაზიანებით შემოვიდა, განსაკუთრებით მძიმეა. იმყოფება მაღალი სიხშირის მართვაზე. დანარჩენი ორის მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა, მცირედით დადებითი დინამიკა შეინიშნება“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები